ბრაზილიასთან შეხვედრა კარგი იქნება მხოლოდ ფინალში, ფინალში უფრო მობილიზებულად ვითამაშებთ, ვიდრე მანამდე. კენჭისყრის მიხედვით შეიძლება მათ 1/8 ფინალში შევხდეთ, რაც ძალიან სახიფათო იქნება. მე პირადად მჯერა რომ იტალიას შესწევს ძალა, მოიგოს ოქროს თასი, თუმცა თუ ბრაზილიას შევხვდებით ძალიან რთული იქნება ეს, ბრაზილიელებთან თამაში საშინელება იქნება, მათ ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ, თანაც ძალიან უსწრაფესი. ჰალკი ძალიან ძლიერია და გაჭირდება მის წინააღმდეგ თამაში, ნეიმარზე ლაპარაკიც ზედმეტია."
"ერთი ვიცი რომ ძალიან კარგი ჩემპიონატი იქნება, იტალიას კარგი გუნდი ჰყავს და შეგვიძლია ბრძოლა, ელ შაარავიმ უნდა ითამაშოს, ასევე ბალოტელი გვყავს უძლიერესი, ასევე მონტოლივო და დე როსი, დაცვაშიც ძლიერნი ვართ."