პარასკევი, 2024-04-19, 0:15 AM | თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"მოგესალმები სტუმარი


მთავარი » 2013 » სექტემბერი » 13 » კაფუს დაუსვეს შეკითხვა, თუ ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი
6:26 PM
კაფუს დაუსვეს შეკითხვა, თუ ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი


როგორ ფიქრობთ ვინ არის დღეს საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში ? - 


- ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან ევროპაში, მესი, რონალდო, ბალოტელი, რუნი, ინიესტა, რიბერი, ბეილი, მაგრამ ჩემი აზრით საუკეთესო ნეიმარია. ის ეხლახან გადავიდა ბარსელონაში, თუმცა ჯერ მხოლოდ დასაწყისია, მთავარი აწი გელოდებათ, როცა ნეიმარი ყველა რეკორდს მოხნის და ყველა ტიტულს მოიგებს.


მესიზე მეტს გააკეთებს ?

რათქმაუნდა, ამაში დარწმუნებული ვარ. ნეიმარი უფრო ნიჭიერია ვიდრე ლეო მესი. რათქმაუნდა არგენტინელი ბრწყინვალეა, თუმცა ნეიმარი მალე სულ სხვა იქნება."

რას იტყოდით მადრიდის რეალის შესახებ, სადაც რონალდო თამაშობს და ეხლახან ბეილიც შეუერთდა ?

რონალდო ძალიან მაგარი ფეხბურთელია და ეს არაერთხელ დაამტკიცა. რაც შეეხება ბეილს, ის რეალში ვერ იქნება ლიდერი. შემიძლია აგიხსნათ რატომ. 2002-2005 წლებში რეალში თამაშობდნენ, ბექჰემი, მაკელელე, ფიგო, რონალდო, ზიდანი, ოვენი, მაგრამ გუნდი შესანიშნავად იყო და არანაირი კომპლიქტი არ ყოფილა, იმიტომ რომ ყველანი მაღალი დონის პროფესიონალები არიან. რაც შეეხება რონალდოს, ის არაა მაღალი კლასის პროფესიონალი, მას არ შეუძლია მოთოკოს ნერვები, მას არ შეუძლია შეეგუოს რომ ის არაა ლიდერი, თუ დაინახავს რომ მისი თანაგუნდელის ჩრდილში ექცევა, მაშინვა ბოროტ ხრიკებს მიმართავს, ეს დადასტურდა კიდეც ბევრჯერ, მახსოვს იგუაინთან რაც მოუვიდა, პასი არ მისცა."

- რას ფიქრობ რიკარდო კაკასთან დაკავშირებით, ის ეხლა უკვე მილანის ფეხბურთელია.

კაკამ ეს გადაწყვეტილება გვიან მიიღო, მე მას თავიდანვე ვურჩიე რომ არ გადასულიყო რეალში, თუ უნდოდა გუნდის დატოვება ინგლისში უნდა წასულიყო. 2 წლის შემდეგაცვუთხარი დაბრუნდი მილანში მეთქი მაგრამ არ გამოუშვეს, სურვილი ჰქონდა დაბრუნების, ეხლა კი როგორც იქნა დაბრუნდა და მე ეს ძალიან მახარებს.

თქვენი აზრით გააძლიერებს კაკა მილანს, და შევა ის ფორმაში ?

ის უდიდესი პროფესიონალია, თუ თანაგუნდელები ხელს შეუწყობენ და ასევე მწვრთნელიც, ის აუცილებლად შევა ფორმაში, რაც მტავარია მას სისწრაფე არ აქვს დაკარგული და კვლავ შეუძლია გაიტანოს ისევ ბევრი გოლი."

რას იტყოდით ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებზე ?

"სკოლარიმ კარგი ნაკრებში შეკრა, თუმცა ჯერ ბოლომდე არ დაუმთავრებია, კონედერაციის თასი მოვიგეთ, ამან გაგვაძლიერა ძალიან ფსიქოლოგიურად, დარწმუმნებული ვარ მუნდიალს მოვიგებთ."


კატეგორია: ინტერვიუ | ნანახია: 933 | დაამატა: kaka-ika | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 kaka-ika  
0
cool

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
სიახლეები [25]
ინტერვიუ [34]
ექსპერტთა აზრი [0]
ლეგენდები [0]
ტიტულები [0]
ფოტო / ვიდეო [0]
რეკლამა
ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ უნდა იყოს ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი ?
სულ პასუხი: 9
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
რეიტინგი