მთავარი » 2013»დეკემბერი»20 » ედუარდო: “ოცნება ამიხდა: ჩემი ხორვატია ჩემი ბრაზილიის წინააღმდეგ”
11:12 AM
ედუარდო: “ოცნება ამიხდა: ჩემი ხორვატია ჩემი ბრაზილიის წინააღმდეგ”
ხორვატიის ნაკრების ფორვარდი ედუარდო ძალიან გაახარა იმ ფაქტმა, რომ მუნდიალ-2014-ის ჯგუფში მისი ნაკრები ბრაზილიასთან მოხვდა. როგორც იცით, ბრაზილია-ხორვატია გახსნის მატჩი იქნება.
დონეცკის ‘შახტარის” თავდამსხმელი ედუარდო ხომ ბრაზილიელია და 17 წლის ასაკში "ბანგუდან” გადავიდა ზაგრების "დინამოში”, სადაც 108 მატჩში 73 გოლი გაიტანა და ხორვატიის მოქალაქეობაც მიიღო.
"დაჯერებაც მიჭირს, რომ გახსნის მატჩში ბრაზილიას ვხვდებით. ჩვენ იმ შეხვედრაში აუტსაიდერები ვიქნებით, მაგრამ ვიცით, რომ ბრაზილია საერთოდ სუსტად იწყებს ჩემპიონატს. ასე რომ, იმედიანად ვიქნებით. ბრაზილიაში ბევრს სჯერა, რომ სკოლარის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდება, ეს კი ფსიქოლოგიურ წნეხში მოაქცევთ და ვეცდებით, რომ ვისარგებლოთ”.
30 წლის ედუარდოს ხორვატის ნაკრებში 26 გოლი აქვს გატანილი. გეხსომებათ, რა მძიმე ტრავმა მიაყენეს "არსენალში” თამაშისას, რის გამოც თითქმის წელიწადნახევარი გაუცდა და ევრო-2008 გამოტოვა - არადა, სწორედ იმ ტრავმამდე იყო ფორმის პიკში.