ხორვატიის ნაკრების ფორვარდი ედუარდო ძალიან გაახარა იმ ფაქტმა, რომ მუნდიალ-2014-ის ჯგუფში მისი ნაკრები ბრაზილიასთან მოხვდა. როგორც იცით, ბრაზილია-ხორვატია გახსნის მატჩი იქნება.
ლონდონის "არსენალი” ზამთრის სატრანსფერო სეზონში მადრიდის "ატლეტიკოს” ვარსკვლავის – დიეგო კოსტას შეძენას გეგმავს. Goal-ის ცნობით, "მეთოფეები” ბრაზილიური წარმოშობის მქონე ესპანელის ირგვლივ შექმნილ ვითარებას აკვირდებიან და მის ხელში ჩასაგდებად შესაფერის მომენტს ეძებენ.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავკაცი ლუიშ ფელიპე სკოლარი "მილანისა” და "ინტერის” მატჩს დაესწრება. იტალიური პრესის ცნობით, ბრაზილიელი მილანურ დერბიში 31 წლის კაკას დააკვირდება და მისი მუნდიალზე წაყვანა-არწაყვანის საკითხს მეტწილად გადაწყვეტს.