სამშაბათი, 2024-03-19, 10:34 AM | თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"მოგესალმები სტუმარი


ისტორია

ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო გუნდი წარმოადგენს ბრაზილიას მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატებში და მას ადმინისტრირებას ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია უწევს. ეს არის მსოფლიო ჩემპიონატებზე ყველაზე წარმატებული გუნდი, რომელმაც 5-ჯერ (1958, 1962, 1970, 1994, 2002) აიღო თასი. ცნობილი გამონათქვამია:ფეხბურთი ინგლისში დაიბადა, ბრაზილიაში კი გაიზარდაო. ამჟამად ბრაზილია ფიფას რეიტინგში მეორეა, ყოველთვის უძლიერეს ნაკრებებშია და ერთადერთი გუნდია, რომელსაც ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული.

ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პირველ თამაშად მიჩნეულია მატჩი,რომელიც გაიმართა 1914 წელს ქალაქ ფლუმინენსეში რიო დე ჟანეიროსა და სან პაულუს ნარჩევ ფეხბურთელებსა და ინგლისის საფეხბურთო კლუბ იქსტერ სიტის შორის.ბრაზილიამ ოსვალდო გომესისა და ოსმანის გოლების წყალობით 2:0 გაიმარჯვა.მომავალი წარმატებებისაგან განსხვავებით ბრაზილიელთა პირველი თამაშები შორს იდგა ბრწყინვალებისაგან ეს ნაწილობრივ გამოწვეული იყო ბრაზილიურ ფეხბურთში არსებული დაპირისპირებით,რამაც ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციას საშუალება არ მისცა ანგარიშგასაწევი გუნდი ჩამოეყალიბებინა. ერძოდ კი სან პაულუსა და რიო დე ჟანეიროს სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციებს შორის დაპირისპირება ნიშნავდა იმას,რომ ეროვნული ნაკრები არ უნდა დაკომპლექტებულიყო ორივე ფედერაციიდან წამოსული ფეხბურთელებით.1930 და 1934 წლის ჩემპიონატებზე ბრზაილია პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა ასპარეზობას.მაგრამ მომავალში რადიკლაურად შეიცვალა ვითარება-ბრაზილიამ 1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა,ხოლო ლეონიდას და სილვა ტურნირის ბომბარდირი გახდა.

1950 წელს ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა,რომელიც იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩატარებული პირველი ჩემპიონატი.ეს იყო ბრაზილიაში ჩატარებული ერთადერთი ჩემპიონატი(თუ არ ჩავთვლით 2014 წელს გასამართ მუნდიალს).ეს ჩემპიონატი უნიკალური იყო არაიმიტომ რომ გამორჩეული ფინალი ჰქონდა,არამედ იმიტომ რომ ბოლო ეტაპზე ჩემპიონობისთვის 4 გუნდი იბრძოდა.არსებითად ბრაზილიასა და ურუგვაის შორის მატჩი იყო გადამწყვეტი.ბრაზილიელებს ჩემპიონატის მოსაგებად ფრეც ჰყოფნიდათ,მაგრამ 2:1 წააგეს.მიუხედავად იმისა,რომ თავიდან 1:0 იგებდნენ.მატჩი გაიმართა რიო დე ჟანეიროში,მარაკანას სტადიონზე,დაესწრო 199,854 მაყურებელი.ეს მატჩი დღეს სამხრეთ ამერიკაში ცნობილია როგორც მარაკანასო,ხოლო ბრაზილიაში კი-საბედისწერო ფინალი.

1954წლის მსოფლიო ბრაზილიას შემადგენლობა გადახალისებული ჰყავდა,იყვნენ უდიდესი ფეხბურთელები-ნილტონ სანტოსი,ჯალმა სანტოსი და დიდი, მარაკანას ფინალიც დავიწყებული იყო,მაგრამ ბრაზილიელები შორს ვერ წავიდნენ:მეოთხედფინალში უნგრეთმა 4:2 დაამარცხა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უსაშინლეს თამაშში.ეს სამარცხვინო მატჩი ცნობილია როგორც ბერნის ბრძოლა.

ბრაზილია ყველაზე რთულ ჯგუფში მოხვდა ინგლისთან,საბჭოთა კავშირთან და ავსტრიასთან.პირველ მატჩში მათ 3:0 დაამარცხეს ავსტრიელები,შემდეგ კი ინგლისთან ფრე 0:0 ითამაშეს.ბრაზილიელები წუხდნენ რომ მათ უნდა ეთამაშათ განსაკუთრებით ძლიერ და ტურნირის მოგების უპირველეს პრეტენდენტ საბჭოთა კავშირთან.მათი სტრატეგია იყო სწრაფი გოლი.მატჩის დაწყებამდე გუნდის ლიდერები ნილტონი,ბელინი,სანტოსი და დიდი ესაუბრნენ მწვრთნელ ვისენტე ფეოლას და დაარწმუნეს რომ საბჭოთა კავშირის დასამარცხებლად და თასის ასაღებად გუნდში სამი ცვლილება გაეკეთებინა:პელე,გარინჩა და ზიტო დაეყენებინა სასტარტო შემადგენლობაში.თამაშის დასაწყისში გარინჩამ მიიღო ბურთი,მოაყტუა ორი მოწინააღმდეგე ფეხბურთელი და გაიტანა გოლი.ბრაზილიელებმა სამი წუთის მანძილზე შეინარჩუნეს თავიანთი უპირატესობა,შემდეგ კი ვავამ გუნდს გამარჯვება მოუტანა.ეს წუთები იყო ყველაზე დიდი სამი წუთი ფეხბურთის ისტორიაში,როგორც მოგვიანებით უწოდეს.საბოლოოდ 2:0 ბრაზილიელთა სასარგებლოდ.მეოთხედფინალში ბრაზილიელებმა პელეს დუბლით დაამარცხეს უელსელები,ხოლო ნახევარფინალში ფრანგები 5:2.ხოლო ფინალში მასპინძელი შვედები და მოიგეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.ბრაზილია გახდა პირველი გუნდი,რომელმაც საკუთარი კოტინენტის გარეთ მოიგო ჩემპიონობა.აღსანიშნი ფაცტი იყო რომ ფეოლას ვარჟიშებზე ჩაეძინებოდა,თამაშის დროს კი თვალები დახუჭული ჰქონდა და მძინარეს შთაბეწდილებას ტოვებდა ხოლმე.ამის გამი დიდი ხშირად ეუბნებოდა რომ ნამდვილი მწვრთნელი ყოფილიყო.

1962 წელს ბრაზილიამ მეორედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი ვარსკვლავ გარინჩასთან ერთად.მან გუნდის ლიდერობა იტვირთა მას შემდეგ რაც მექსიკასთან სადებიუტო შეხვედრაში პელე დაიმტვრა და დაასრულა ტურნირი.

1966 წლის მსოფლიო თასის მზადებაში გავლენა იქონია პოლიტიკამ.ყველა წამყვან ბრაზილურ გუნდს სურდა თავისი ფეხბურთელები ქვეყნის უპრველეს გუნდშიმზადების ბოლო თვეში ფეოლას განკარგულებაში იყო 46 ფეხბურთელი,ინგლისში კი მხოლოდ 22 უნდა წაეყვანა.ამან გამოიწვია განუწყვეტელი კამათი და ფსიქოლოგიური წნეხი.შედეგად მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიამ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა მუნდიალზე გამოსვლის მანძილზე.რათქმაუნდა ამის ყველაზ ედიდი შედეგი ის იყო რომ პელე(რომელიც ამ დროს კარიერის ზენიტში იყო),ჯგუფურ ეტაპზე ყველა საგოლე მომენტი გააფუჭა.

ბრაზილიამ მესამე მსოფლიო თასი მექიკის მსოფლიო ჩემპიონატზე მოიგო 1970წელს.ბრაზილიას აქ საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა;კაპიტანი აბერტო,ჟაირზინიო,ტოსტაო,ჟერსონი,რიველინო და რაღათქმაუნდა პელე.ჟიულ რიმეს ტროფის მესამედ მიღების შემდეგ ბრაზილამ სამუდამოდ დაისაკუთრა ეს პრიზი.


ბრაზილიამ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მე-2 ადგილზე დაასრულა.ნახევარფინალში ბრაზილიელებმა ჰოლანდიას პენალტებით სძლიეს.თერთმეტმეტრიანი დარტყმები მას შემდეგ დაინიშნა,რაც ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.გოლები რონალდომ და პატრიკ კლუვერტმა გაიტანეს.მაგრამ პრობლემატურ ფინალში ფრანგებთან 3:0 წააგეს.ბრაზილიელთა დაცვის ხაზი იყო ძალიან სუსტი და ზინედინ ზიდანმა კუთხურიდან თავით ორი გოლი გაუტანა.ამ მატჩის შემდეგ რონალდოს რამდენიმე საათით ეპილფსიური შეტევა დაემართა.ბევრი აკრიტიკებდა რონალდოს კვლავ ძირითადში დაყენებას,რადგანაც მან ძალიან ცუდად ითამაშა.

ბრწყინვალე თამაშის წყალობით ბრაზილიამ მე-5 მოიპოვა მსოფლიო თასი 2002წელს კორეა-იაპონიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე.ჯგუფეური კენჭისყრის დროს ბრაზილიას გაუმართლა:მასთან ერთად ჯგუფში მოხვდნენ თურქეთი,ჩინეთი და კოსტა რიკა.თურქეთმა ჩემპიონატზე მესამე ადგილი აიღო როგორც ტურნირის ბოლოს ცხადი გახდა.ბრაზილიელებმა ჯგუფში ყველა თამაში მოიგეს,გაიტანეს 11 გოლი და საკუთარ კარში მიიღეს მჴოლოდ 3 ბურთი და ჯგუფის სათავეში მოექცნენ.

ბრაზილიის სადებიუტო შეხვედრაში თურქეთს ნაკრებთან,თურქმა ჰაკან უნსალმა რივალდოს ბურთი ფეხებში მოარტყა.რივალდო კი მოედანზე დაეცა და სახეში ხელები წაიშინა.იგი წამოდგა და თამაში გააგრძელა,ჰაკან უნსალი კი,რომელსაც აქამდე ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული მსაჯმა მოედნიდან გააძევა.ბრაზილიელის ეს სიმულაცია 5,180£-ად შეფასდა.

მერვედფინალში ბრაზილიელებმა მეტად რთულ შეხვედრაში 2:0 დაამარცხეს ბელგიელები.მეოთხედფინალში კი სელესაომ ინგლისის ნარებთან 2:1 იმარჯვა.ჯერ რივალდომ გაიტანა პირველი გოლი,ხოლო შემდეგ კი რონალდინიომ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.ამ ტამაშში როვალდო ინგლისელი დენი მილსისთვის მარჯვენა კოჭში მიყენებული ტრავმის გამო მოედნიდან იქნა გაძევებული.ნახევარფინალი იყო თურქეთის წინააღმდეგ,რომელსაც სამხრეთამერიკელები ჯგფუფურ ეტაპზეც შეხვდნენ.ეს კვლავ რთული თამაში იყო,ბრაზილიელებმა რონალდოს ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვეს.რივალდომ მთელი ტურნირის მანძილზე 5-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი,მაგრამ ვერ შეძლო გაემეორებნა ჟაირზინიოს 1970 წლის მიღწევა და 6 თამაშში გოლის გატანა.

ფინალში ერთმენეთს მსოფლიო ჩემპიოანტის ორი გიგანტი გუნდი შეხვდა:გერმანია და ბრაზილია.დაუჯერებელია მაგრამ ეს გუდები ერთმანეთს აქამდე მსოფლიო ჩემპიონატზე არასდროს შეხვედრიან,თუ არ ჩავთვლით 1974წელს ბრაზილიისა და აღმოსავლეთ გერმანიის მატჩს.მიუხედავად იმისა,რომ გერმანელმა კიპერმა ოლივერ კანმა ფინალში საბედისწერო შეცდომა დაუშვა,იგი მაინც ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.რონალდომ დებლი შეასრულა და ბარზილია მეხუთედ გახდა ჩემპიონი.

ბრაზილიელთა მწვრთნელმა პარეირამ წარმოადგინა გუნდი მეტსახელად ჯადოსნური ნაკრები,სადაც ოთხი შემტევი იყო:კაკა,რონალდინიო,რონალდო და ადრიანო.

მზადების პროცესში გუნდში თავი იჩინა პრობლემებმა.ორთვიანი ტრავმის მოშუშების შემდეგ წონაში მოიმატა რონალდომ.მას ჰქონდა ფეხზე გამომწოვი სალბუნები და ვარჯიშებზე მაღალი ტემპერატურა.

მიუხედავად იმისა,რომ ბრაზილელებმა პირველი ორი თამაში მოიგეს ხორვატიასთან და ავსტრალიასთან,გუნდი მაინც ვერ აჩვენებდა იმ თამაშს,რასაც მისგან მოელოდნენ გულშემატკივრები.მე-3 თამაშში მწვრთნელმა სათადარიგო შემადგენლობის 5 ფეხბურთელი გამოიყვანა,მათ შორის რობინიო და სისინიო.ცვლილებამ გაამართლა და პენტაკამპეონელებმა გამანადგურებლად 4:1 სძლეს იაპონიას.

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის შვეიცარიაში ემზადება.

მერვედფინალში გუნდმა 3:0 მოუგო განას.მაგრამ ბრაზილია მეოთხედფინალში საფრანგეთთან 1:0 წაგების შედეგად გამოეთიშა ტურნირს.ფრაგთა წარმატების მიზეზი იყო მეორესუნთქვაგახსნილი ზინედინ ზიდანი და საიმედო დაცვა,რომელიც აკავებდა ბრაზილიელთა შეტევებს.ბრაზილიელებმა მხოლოდ ერთხელ დაარტყეს ფაბიენ ბარტეზის კარის მიმართულებით.ეს თამაში იმითაც იყო გამორჩეული,რომ ბრაზილიამ ფლეი-ოფში პირველად წააგო ამ გუნდთან.ახლა საფრანგეთს აქვს 2 მოგება,1 ფრე და 1 წაგება ბრაზილელებთან დაპირისპირებაში.

გამოთიშვის შემდეგ გუნდს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს მედიისა და გულშემატკივრების მხრიდან.მედია ატრიალებდა იმ კადრებს,სადაც ჩანს რომ ტიერი ანრის შეტევის დროს რობერტო კარლოსი ბუცს იკრავს.ლეგენდარული პელე ბრალს სდებდა პარეიერას და რონალდინიოს.




სექციის კატეგორიები
სიახლეები [25]
ინტერვიუ [34]
ექსპერტთა აზრი [0]
ლეგენდები [0]
ტიტულები [0]
ფოტო / ვიდეო [0]
რეკლამა
ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ უნდა იყოს ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი ?
სულ პასუხი: 9
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
რეიტინგი