სამშაბათი, 2018-02-20, 0:59 AM | თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"მოგესალმები სტუმარი


მთავარი » 2013 » დეკემბერი » 8 » ვინ მოხვდება ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ?
6:41 PM
ვინ მოხვდება ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ?

ჰალკი


ყველაზე დიდი ყურადღება ჰალკზეა, რომელიც ბრაზილიელებს არ მოსწონთ, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ჰალკი ძალიან შედეგიანია და აქტიურია მოედანზე, 2013 წელს კნფედერაციის თასზე სკოლარიმ იგი ძირითად შემადგენლობაში ათამაშა სა არც შემცდარა, ბრაზილიელმა ჩინებულად ითამაშა.


რონალდინიო

სკოლარიმ განაცხადა რამდენიმე თვის წინ რომ ნაკრების კარი ყველასთვის ღიია, მათ შორის რონალდინიოსთვისაც. ამხანაგურ მატჩებში სკოლარის იგი არ გამოუძახია, თუმცა რონალდინიო იმედოვნებს, რომ მუნდიალიზე იგი შემადგენლობაში იქნება, და ძირითადისთვის ისევ მსოფლიოს ჩემპიონატზე იბრძოლებს. გულშემატკივრები კი ერთხმად აღნიშნავენ რომ რონიმ უნდა ითამაშოს.

რიკარდო კაკა


რამდენიმე თვის წინ ყველა ფიქრობდა რომ კაკა ჩემპიონატზე ვერ მოხდებოდა, თუმცა მილანში გადასვლის შემდეგ, რადიკალურად გამოასწორა თამაში და ფორმაშიც შევიდა. კაკა თავადაც აღნიშნავს რომ რაც შეიძლება მეტი გოლი უნდა გაიტანოს, რათა აჩვენოს სკოლარის რომ კარგ ფორმაშია.

ჟულიო სეზარი


სკოლარის სეზარის გარდა, სხვა მაღალი დონის მეკარე არ ჰყავს, ჟულიო კი უკვე 34 წლის გახლავთ, რაც საკმაოდ ბევრია, არც ისე დიდი არჩევანი გააჩნია, გომესი, დიეგო ალვესი, და ჯეფერსონი, ფანები აღნიშნავენ რომ სეზარის გარეშე რთული იქნება მსოფლიოს მოგება.

ალესანდრო პატო


პატოს ნაკრებში საკმაოდ დიდი ხანია არ უთამაშია და როცა უთამაშია, თავი გულშემატკივარს ვერაფრით დაამახსოვრა. ამჟამად იგი ბრაზილიის ჩემპიონატში თამაშობს, თუმცა სკოლარის ამხანაგურ მატჩებში ის არ გამოუძახია, ათამაშებს მხოლოდ ფრედს და ჟოს, ეხლა კი დიეგო კოსტაზეცაა საუბარი.
კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 381 | დაამატა: kaka-ika | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
სიახლეები [25]
ინტერვიუ [34]
ექსპერტთა აზრი [0]
ლეგენდები [0]
ტიტულები [0]
ფოტო / ვიდეო [0]
რეკლამა
ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ გახდება მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი
სულ პასუხი: 9
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
რეიტინგი