შაბათი, 2024-04-20, 5:54 AM | თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"მოგესალმები სტუმარი


მთავარი » 2013 » სექტემბერი » 13 » რონალდო: “კაკა ძველებურ ფორმას დაიბრუნებს”
10:12 AM
რონალდო: “კაკა ძველებურ ფორმას დაიბრუნებს”

- 2002-07 წლებში მადრიდის "რეალის” ღირსებას იცავდით და კლუბს საკმაოდ კარგადაც იცნობთ. გარეტ ბეილის გადაბირებით "ბლანკოსმა” გამართლებული ნაბიჯი გადადგა? როგორ გგონიათ, უელსელი მინდორზე შეძლებს საერთო ენის გამონახვას კრიშტიანუ რონალდოსთან?


- ჩემი აზრით, ბრიტანელი და პორტუგალიელი კარგ ტანდემს შექმნიან. მადრიდელ გულშემატკივრებს მათი თამაშის შემხედვარეს ბვრი სასიამოვნო მომენტის ხილვა შეეძლება. და რაც მთავარია, ბეილის დამატება "რეალის” შედეგზე მოახდენს სასიკეთო ზეგავლენას.

- ფანებსა და სპეციალისტებს შორის გამოითქვა მოსაზრება, თითქოს ბეილისა და რონალდუს შეთამაშების პრობლემა შეექმნებათ, რაც პიროვნული ურთიერთობების დაძაბვასაც გამოიწვევს...
- ორივეს კარგად უნდა ესმოდეს, რომ უმთავრესი "რეალის” ინტერესია და არ მგონია, მათ შორის რაიმე გაუგებრობის მომენტი წარმოიშვას. ბეილიცა და რონალდუც მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან და საიმისო ჭკუაც აქვთ, რათა გაითავისონ – ერთად უფრო მეტს შეძლებენ, ვიდრე ცალ-ცალკე.

- თქვენი აზრით, რომელი წყვილია უფრო ძლიერი – ბეილი-რონალდუს დუეტი თუ მესი-ნეიმარის ტანდემი?
- ძნელი სათქმელია, რომელი წყვილი გამოდგება უფრო ეფექტური. ეს დიდწილად მადრიდის "რეალისა” და "ბარსელონას” სხვა ფეხბურთელებზეა დამოკიდებული.

- იტალიაში ყოფნისას თანამემამულეები რობინიო და კაკა მოინახულეთ. რას იტყვით კაკას მილანში დაბრუნების თაობაზე?

- კაკას "რეალში” თავის გამოჩენის შანსი ნაკლებად ეძლეოდა, ამიტომაც "სან სიროზე” დაბრუნებით სწორად მოიქცა. იგი იტალიაში თავს კარგად გრძნობს და ვფიქრობ, კაკა ძველებურ ფორმას დაიბრუნებს.
კატეგორია: ინტერვიუ | ნანახია: 865 | დაამატა: kaka-ika | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
სიახლეები [25]
ინტერვიუ [34]
ექსპერტთა აზრი [0]
ლეგენდები [0]
ტიტულები [0]
ფოტო / ვიდეო [0]
რეკლამა
ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ გახდება მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი
სულ პასუხი: 9
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
რეიტინგი