სამშაბათი, 2018-02-20, 0:56 AM | თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი | ჯგუფი "სტუმარი"მოგესალმები სტუმარი


მთავარი » 2013 » სექტემბერი » 7 » კაკა: "ჩემპიონთა ლიგას კიდევ ერთხელ მოვიგებ" (პრესკონფერენცია)
9:31 AM
კაკა: "ჩემპიონთა ლიგას კიდევ ერთხელ მოვიგებ" (პრესკონფერენცია)

"ძალიან მიხარია რომ მილანში დავბრუნდი, მე აქ ჩამოვყალიბდი პროფესიონალ ფეხბურთელად, აქ მოვიგე ჩემმპიონთა ლიგა. მე კვლავ ვაპირებ იგივე შედეგის გამეორებას, მართალია გაგვიჭირდება ამის გაკეთება, თუმცა ბრძოლა შეიძლება.


შეადარებთ 2007 წლის მილანს და ახლანდელს ?

მაშინ სხვა სიტუაცია იყო, ანჩელოტი იყო მწვრთნელი, სხვა სტილს ვთამაშობდით, ეხლა ალეგრია და ეხლა სხვა სტილია, ორივე სტილი მიღებულია ჩემთვის. მაშინ გუნდში ზეედორფი თამაშობდა, ინძაგი, პირლო, გატუზო, მალდინი, კალაძე, ნესტა. ეხლა ამ დონის ფეხბურთელები არ არიან მილანში, თუმცა არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ბევრი შეუძლიათ, დე შილიო ბრწყინვალე ფეხბურთელია, ასევე აბატე, მონტოლივოც ძლიერია და რაც მთავარია ბალოტელი"

რას იტყოდით რეალზე და მის შანსებზე ლიგაზე ?

"რეალმა გარეთ ბეილი დაიმატა, ამით ძალიან გაძლიერდა, ასევე კარლო ანჩელოტი, ასე რომ რეალს დიდი შანსი აქვს მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, ოზილი გუნდიდან წავიდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ რეალი დასუსტტდა, იქ არის ლუკა მოდრიჩი რომელიც ფანტასტიურია, ასევე ახალგაზრდა ისკო, ვფიქრობ ეს არ დაემჩნევა რეალს"

2014 წლის მუნდიალზე თქვენი აზრით გამოგიძახებთ სკოლარი ?

"ეს სკოლარიზე არაა დამოკიდებული, ეს ჩემზეა დამოკიდებული, თუ კარგ ფორმაში ვიქნები და ის ჩათვლის რომ მე შემიძლია ნაკრებისთვის სარგებელის მოტანა, აუცილებლად გამომიზახებს, ამაში დარწმუნებული ვარ, ის უდიდესი სპეციალისტია"

ვის თვლით ფავორიტად ლიგაზეც და მსოფლიოს ჩემპიონატზეც ?


"ჩემპიონთა ლიგა ძალიან დაძაბული იქნება, ყველა კარგუი გუნდია. მადრიდის რეალს ექნება დიდი შანსები, ასევე ბარსელონას, ლონდონის ჩელსის, არსენალიც ძალიან ძლიერია და მილანი რაც მთავარია."

რას იტყოდით ჟოზე მოურინიოზე ?


ჟოზემ ფეხბურთში ძალიან ბევრს მიაღწია, თუმცა მადრიდის რეალში ვერაფერი გააკეთა, არის მომენტი როცა რაღაც უნდა აღიარო, ჟოზე კი ამას არ აღიარებს არასდროს, ვიღაცეებს აბრალებს რაღაცეებს, მაგრამ ყველაფერი მისი ბრალია და ეს ფაქტია."

თქვენ რომ ფორმაში ვერ შეხვედით ესეც მისი ბრალია ?

"იყო რამდენიმე თამაში, უკვე კარგად ვთამაშობდი და რომ გამეგრძელებინა კიდევ რამდენიმე თამაში ძირითადში, შევიდოდი ფორმაში, თუმცა სათადარიგოდან როცა ვუყურებდი თამაშს, ხალისი მეკარგებოდა" 



კატეგორია: ინტერვიუ | ნანახია: 274 | დაამატა: kaka-ika | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
სექციის კატეგორიები
სიახლეები [25]
ინტერვიუ [34]
ექსპერტთა აზრი [0]
ლეგენდები [0]
ტიტულები [0]
ფოტო / ვიდეო [0]
რეკლამა
ჩატი
ჩვენი გამოკითხვა
ვინ გახდება მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი
სულ პასუხი: 9
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
რეიტინგი